ბლოგის თემა

თემა ეხება უნარშეზღუდულ ადამიანებს, რომელთა რიცხვი დღეს მსოფლიოში ძალიან დიდია. ისინი დაავადებულნი არიან სხვადასხვა დაავადებებით, რომლებიც ძირითადად თანდაყოლილია. თემის მიზანია თანადგომისკენ მოვუწოდო საზოგადოებას. ჩვენი ვალია ინვალიდებთან გვერდში დგომით მათ ვაგრძნობინოთ თავი სრულყოფილ ადამიანებად. მათი სული ხომ არაფრით განსხვავდება ჩვენი სულისგან.

ცხოვრება გრძელდება

ცხოვრება გრძელდება
what a wonderful world

Sunday, June 6, 2010

ვიდეო

სურათები


სტატია




რა პრობლემებს აწყდებიან უნარშეზღუდული ადამიანები ჩვენს ქვეყანაში

ბევრჯერ მიფიქრია ამ თემაზე და ვფიქრობ ყველა ჩვენგანის ვალია ვიფიქროთ ამ ადამიანებზე,რომელთაც არ აქვთ ელემენტარული პირობები,იმისთვის რომ იცხოვრონ ჩვეულებრივი საზოგადოებრივი ცხოვრებით.პირველ რიგში ვთვლი რომ საზოგადოების დამოკიდებულებაა ამ ხალხის მიმართ არასწორი.რატომღაც ყოველ ნაბიჯზე ჩვენი გამომეტყველებით,დაჯნებული მზერით ვაგრძნობინებთ მათ რომ ისინი არიან უნარშეზღუდულები და სინამდვილეში კი მათთვის უბრალოდ არ არის ელემენტარული პირობები იმისთვის რომ იცხოვრონ ჩვეულებრივი ცხოვრებით,უსაფრთხოდ და დამოუკიდებლად შეძლონ გადაადგილება.ეტლს მიჯაჭვული ადამიანისთვის შეუძლებელია ელემენტარულად საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა,რადგანაც არ არის მათთვის გამოყოფილი ცალკე ასასვლელი ბილიკი,რაც ვფიქრობ მოწმობს იმას,რომ ჩვენ არ ვფიქრობთ საზოგადოების ამ ნაწილზე,რომლებიც სამწუხაროდ არც ისე ცოტაა.